სსიპ აჭარის მუზეუმის / ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 18 ნოემბერს 16:00 საათზე გაიმართება მხატვარ გელა გორგილაძის მემორიალური გამოფენა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები.
გამოფენა გაგრძელდება 22 დეკემბრის ჩათვლით.