გიგო გაბაშვილი - XΙX-XX სს. ქართული რეალისტური მხატვრობის ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო მხატვარი. თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი. სწავლობდა პეტერბურგის და მიუნხენის სამხატვრო აკადემიებში.
გიგო გაბაშვილის შემოქმედების მრავალფეროვან თემატიკაში დიდი ადგილი უჭირავს პორტრეტებს, რომლებიც სხვადასხვა კუთხისა და სოციალური ფენის წარმომადგენლებს ასახავენ. ამ თემაზე შექმნილ ნაწარმოებთაგან გამოირჩევა ფერწერული ტილო „მოხუცები“, რომელიც კოლორიტულ სახეთა ზუსტი ფიქსაციით და უშუალო განწყობილებით ხასიათდება.