გივი თოიძე - ძველი თბილისი, მეჩეთი (ტილო/ზეთი. 100X120. 1993)

კოლექციის შესახებ

 გივი თოიძე - ფერმწერი, გრაფიკოსი. XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო მხატვარი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური და მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტზე გამოჩენილი მხატვრის კორნელი სანაძის სახელოსნოში 1954-60 წლებში. გივი თოიძე ნაყოფიერად მუშაობს ნატურმორტის და პეიზაჟის ჟანრში, ქმნის სიუჟეტურ კომპოზიციებს. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ძველი თბილისის თემას, რომელსაც მხატვარი განსაკუთრებული სითბოთი და ლირიზმით გადმოსცემს. ასეთია წარმოდგენილი ტილო „ძველი თბილისი, მეჩეთი“.

გაზიარება