გოგი წერეთელი - გრაფიკოსი, ილუსტრატორი. XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე გრაფიკის სპეციალობით გამოჩენილი მხატვრების სერგო ქობულაძის და ლევან ცუცქირიძის ხელმძღვანელობით (1964-71). მხატვრის გრაფიკული სერიებისთვის დამახასიათებელია სამყაროს ინდივიდუალური აღქმა, იმპროვიზაციულობა, პოეტური განწყობილება. წინამდებარე მრავალფიგურიანი კომპოზიცია, რომელზეც ადამიანებისა და ცხენების ბუნდოვანი, მქრქალი გამოსახულებებია წარმოდგენილი, ნამუშევარს დახვეწილ გამომსახველობას ანიჭებს.