გურამ ფუტკარაძე - ფერწერა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე (1969-74). აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე (2015). მუშაობს პეიზაჟის ჟანრში.
უშბა — ორთავიანი მწვერვალი სვანეთის კავკასიონზე, სიმაღლე 4700 მ. უშბის მწვერვალები თავიანთი სილამაზითა და მიუდგომლობით იზიდავს მრავალ მთამსვლელსა და ტურისტს.
წარმოდგენილი ფერწერული ტილო ხასიათდება დეკორატიულობით, დახვეწილი ფერადოვნებით, პეიზაჟის რომანტიკული აღქმით.