ილია ზანკოვსკი (1843-1917) - კავკასიონის ხედი (ტილო/ზეთი.30X50)

კოლექციის შესახებ

ილია ზანკოვსკი (1843-1917).  1862-63 წლებში იყო პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის თავისუფალი მსმენელი. შემდგომ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1880-ანი წლების ბოლოდან იღებდა მონაწილეობას ,,კავკასიის საზოგადოების ნატიფი ხელოვნების” გამოფენებში. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო სკოლაში. მხატვარმა არაერთი ტილო მიუძღვნა კავკასიონის თემას, მათ შორის: „იალბუზი“, „არარატის მთა“, „დარიალის ხეობა“ და ა.შ. წარმოდგენილი  ფერწერული ტილო „კავკასიონის ხედი“ ამ სერიის ერთ-ერთი ტიპური ნიმუშია.

გაზიარება