ირინა ტორონჯაძე - კერამიკა, გრაფიკა, ფერწერა. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე მხატვრული კერამიკის სპეციალობით გამოჩენილი მხატვრების ალდე კაკაბაძის და რევაზ იაშვილის სახელოსნოში (1986-91). ქმნის სტილიზებულ სიუჟეტურ კომპოზიციებს, პორტრეტებს, ნატურმორტებს.
მუქ ფონზე წარმოდგენილი ფერადოვანი დინამიკური კომპოზიცია დაწერილია წრიული და ვერტიკალური ფართო მონასმებით. სურათის მარჯვენა კიდეში გამოსახულია ზემოდან დანახული ნატურმორტი ხილით, ზემოთ კი ქარისაგან გადახრილი ხეებია ნაჩვენები.