ჯიმსონ გურგენიძის პერსონალური გამოფენა “რეტროსპექტივა”

გამოფენის შესახებ

თარიღი:

22 ოქტომბერს, აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში დიზაინერისა და არქიტექტორის ჯიმსონ გურგენიძის ნამუშევრების გამოფენა - „რეტროსპექტივა“ გაიხსნა. ექსპოზიცია დარგობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. წარმოდგენილია ავტორის მიერ პასტელითა და ზეთის საღებავებით შესრულებული პორტრეტები, ფრესკების პასტელური ესკიზები, არქიტექტურული მაკეტები და განხორციელებული თუ განუხორციელებელი საკულტო თუ სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობათა პროექტები, ასევე - სკულპტურული პორტრეტები ხის, ქვიშაქვის, კირქვის დეკორატიული ქანდაკებები, მცირე პლასტიკის ნიმუშები, ჰერალდიკური კომპოზიციები და ა.შ. გამოფენა გაგრძელდება 27 ოქტომბერის ჩათვლით.

გაზიარება