სსიპ აჭარის მუზეუმი - ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 19 თებერვალს 16:00 საათზე გაიხსნება ლადო თევდორაძის პერსონალური გამოფენა. ლ. თევდორაძე არის 4 პერსონალური და 20-მდე ჯგუფური გამოფენის ავტორი და მონაწილე.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი ჟანრული სცენები.
გამოფენა გაგრძელდება 25 თებერვლის ჩათვლით.