ლიტერატურისა და ხელოვნების მოყვარულთათვის ხელოვნების მუზეუმში ღონისძიება ,,ლიტ-არტი” გაიმართა. ღონისძიებისთვის სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა - პოეტებმა ბელა ქებურიამ, ჯაბა გორგილაძემ, ინგა გოგიბერიძემ, სალომე ანანიძემ და თავად ხელოვნების მუზეუმის მმართველმა თენგო დოლიძემ ლიტერატურული ნაწარმოებები წაიკითხეს. მოწვეულ სტუმრებს შორის ახალგაზრდა მწერალმა ნოდარ მაჭარაშვილმა წაიკითხა ამონარიდი მისი ახალი წიგნიდან-"9 მოთხრობა", ხოლო გალაკტიონის "მთაწმინდის მთვარე" -პოპური დეკლამატორმა ზურაბ ხალვაშმა წარუდგინა საზოგადოებას. მოსმენილი ლიტერატურული მინიატურების მთავარი დედა აზრის და კლასიკური მუსიკის ფონზე, რომელსაც მევიოლინე ნინო მაჭარაშვილი ასრულებდა,სტუმრების თვალწინ კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს მხატვრებმა: გურამ გუჯაბიძემ, ზურა კოჩალიძემ, ნინო გოგოლიშვილმა, ანა არძენაძემ და მიქაელ მახარაძემ ღონისძიება მიზნად ისახავს ხელოვნების სხვადასხვა დარგებში მომუშავე ადამიანების დაახლოვებას, აღნიშული დარგების პოპულარიზაციას და სამუზეუმო ყოველდღიურობისა და სამუზეუმო ფონდის გამრავალფეროვნებას.