ლუკა ბესელია - ფერწერა, თეატრალურ-დეკორაციული მხატვრობა. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების ფაკულტეტზე გამოჩენილი მხატვრის ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნოში (1991-97).
მასიური ქვის კედლებით გარემოცულ პირობით სივრცეში გამოსახულია ცადაზიდული ხე, მარცხნივ ქვის კვარცხლბეკზე დადებული ლოდია, მარჯვნივ კი კვიპაროსი დგას. კომპოზიციის დეკორაციული ხასიათი, უჩვეულო სიუჟეტი და ირეალური განათება ნამუშევარს ფანტასტიკურ ელფერს ანიჭებს.