მაია ჭყონია - ბათუმის სანაპირო (ტილო/ზეთი,აკრილი 60X80,2020)

კოლექციის შესახებ

მაია ჭყონია - გრაფიკოსი, ფერმწერი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე გრაფიკის სპეციალობით გამოჩენილი მხატვრების დიმიტრი ერისთავის და ლორეტა შენგელია-აბაშიძის სახელოსნოში (1981-87). მუშაობს პეიზაჟის და  პორტრეტის ჟანრში, ასრულებს სიუჟეტურ კომპოზიციებს.

სურათზე გამოსახულია ბათუმის სანაპიროს ხედი საღამოს ჟამს. ფართო ტერასის დიაგონალურად მიმართული მოაჯირები კომპოზიციის თავისებურ დინამიკურობას ქმნის. ერთიანი ლურჯი გამა, ზემოდან დანახული სივრცე, ბათუმის ყურე და განათებული შორეული გემი ნამუშევარს ლირიკულ განწყობილებას ანიჭებს.

გაზიარება