მამუკა ცუცქირიძე - მოქანდაკე. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე 1989-94 წლებში, გამოჩენილი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის სახელოსნოში. წარმოდგენილი სკულპტურული პორტრეტი ხასიათდება სისადავით, ლაკონიური ფორმებით, დახვეწილი პლასტიკური გამომსახველობით.