მოსე თოიძე - ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სახალხო მხატვარი. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის ილია რეპინის სტუდიაში, შემდეგ კი ცნობილი რუსი ოსტატების ლევ დმიტრიევ-კავკაზსკის და ფილიპ მალიავინის სახელოსნოში 1896 – 1901 წლებში.
მოსე თოიძე ნაყოფიერად მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა დარგში, მან დიდი ღვაწლი დასდო საყოფაცხოვრებო და ისტორიულ ჟანრებს, ქმნიდა პეიზაჟებს, ნატურმორტებს, პორტრეტებს.
მხატვრის ადრეული ფერწერული ტილო „ქუჩა ღამით“ - მთვარით განათებული შენობები და მკვეთრი შუქ-ჩრდილები სურათის ეფექტურ გამომსახველობას და დრამატულ განწყობილებას ქმნის.