მოსე თოიძე - თამარ თოიძის პორტრეტი(ტილო/ზეთი.67X57.1907)

კოლექციის შესახებ

მოსე თოიძე  - ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სახალხო მხატვარი. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის ილია რეპინის სტუდიაში, შემდეგ კი ცნობილი რუსი ოსტატების ლევ დმიტრიევ-კავკაზსკის და ფილიპ მალიავინის სახელოსნოში 1896 – 1901 წლებში. 

 მოსე თოიძე ნაყოფიერად მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა დარგში, მან დიდი ღვაწლი დასდო საყოფაცხოვრებო და ისტორიულ ჟანრებს, ქმნიდა პეიზაჟებს, ნატურმორტებს, პორტრეტებს.

ექსპოზიციაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მხატვრის ძმისშვილის -  თამარ თოიძის პორტრეტი”, რომელიც ლირიკული ხასიათით და დახვეწილი კოლორიტით გამოირჩევა.

მოსე თოიძე  - ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სახალხო მხატვარი. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის ილია რეპინის სტუდიაში, შემდეგ კი ცნობილი რუსი ოსტატების ლევ დმიტრიევ-კავკაზსკის და ფილიპ მალიავინის სახელოსნოში 1896 – 1901 წლებში. 

 მოსე თოიძე ნაყოფიერად მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა დარგში, მან დიდი ღვაწლი დასდო საყოფაცხოვრებო და ისტორიულ ჟანრებს, ქმნიდა პეიზაჟებს, ნატურმორტებს, პორტრეტებს.  მხატვრის ძმისშვილის - თამარ თოიძის პორტრეტი”, ლირიკული ხასიათით და დახვეწილი კოლორიტით გამოირჩევა.

გაზიარება