16 სექტემბერს, სასცენო კოსტიუმების გამოფენა-დეფილე გაიმართა აჭარის ხელოვნების მუზეუმში. ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში 20 -მდე მოდელმა სხვადასხვა ცნობილი ოპერის სახეები გააცოცხლა. მხატვარ -სცენოგრაფის , ნეიკო ნეიძის კოსტუმების ნახვა მუზეუმში 22 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. სამოსელი დეფილეს შემდეგ მანეკენებზე იქნება გამოფენილი, ასევე წარმოდგენილია საოპერო დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები.