ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 18 მარტს 16:00 საათზე გაიხსნება ნატალია დაბიჟას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა - „მშვენიერი სამყარო“.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ბოლო პერიოდში შექმნილი ფერწერული ნამუშევრები. /პეიზაჟი, ნატურმორტი, პორტრეტი/.
გამოფენა გაგრძელდება 22 მარტის ჩათვლით.