სსიპ აჭარის მუზეუმი - ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 8 ივლისს, 16:00 საათზე გაიხსნება თვითნასწავლი მხატვრის ნათია ხუციშვილის პერსონალური გამოფენა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი ფერწერული ნამუშევრები /პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი, არქიტექტურული ნაგებობები, სიუჟეტური კომპოზიციები/.