ნიკანორ ტიუტრიუმოვი (1821-1877) - ჩემი ცოლი (ტილო/ზეთი.60X50.1865)

კოლექციის შესახებ

ნიკანორ ტიუტრიუმოვი (1821—1877) - სწავლობდა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში ცნობილი მხატვრის კარლ ბრიულოვის ხელმძღვანელობით. 1850 წ. დაჯილდოვდა დიდი და მცირე ვერცხლის მედლებით, 1853 წ. მიენიჭა აკადემიკოსის წოდება. მუშაობდა პორტრეტულ და მითოლოგიურ ჟანრში. სურათზე გამოსახულია ახალგაზრდა, ელეგანტური ქალის პორტრეტი, რომელსაც ბუმბულიანი ქუდი ამშვენებს, პერსონაჟს აცვია მუქი ფერის სამოსი, ყელზე კი გამჭვირვალე, თეთრი ბაფთა უკეთია.

გაზიარება