ნიკოლოზ(კოკა)იგნატოვი-მხატვრის სახელოსნოში(ტ/აკრილი.150X250.1997)

კოლექციის შესახებ

ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი -  სცენოგრაფი, მონუმენტალისტი, ფერმწერი, გრაფიკოსი. XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე 1956-62 წლებში გამოჩენილი მხატვრების ვასილი შუხაევის, სერგო ქობულაძის და ფარნაოზ ლაპიაშვილის ხელმძღვანელობით.

მუზეუმში დაცული პანო "მხატვრის სახელოსნოში", ავტორისათვის დამახასიათებელი ხატოვანებით, სტილიზაციით, ხაზგასმული დეკორაციულობით გამოირჩევა. აქ ერთმანეთს ორგანულად ერწყმის დაზგური ფერწერის და კედლის მხატვრობის პრინციპები - წინა პლანზე გამოსახულია რეალისტურად შესრულებული მოლბერტი, პალიტრა, საღებავის ქილები და სხვა სამხატვრო ინვენტარი, უკანა პლანზე კი განზოგადებულად დაწერილი  სცენებია წარმოდგენილი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს, მატერიალური კულტურის ძეგლებს, ხალხის ყოფა-ცხოვრებას და ფოლკლორულ მოტივებს ასახავს. ყოველივე ეს მთლიანობაში ქმნის ორიგინალურ სიუჟეტურ თხრობას ადამიანის, ბუნების, სამშობლოს თემაზე.

გაზიარება