სსიპ აჭარის მუზეუმი - ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 12 აპრილს 16:00 საათზე გაიხსნება მხატვარ ნინო ნიჟარაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ბოლოდროინდელი ნამუშევრები სერიიდან: „ბათუმური მოტივები“ და სააღდგომო ნატურმორტები.