ნუგზარ პაქსაძე - ფერმწერი, ინტერიერის დიზაინერი. სწავლობდა ბათუმის სამხატვრო სასწავლებელში (1972-76). 1982 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ლატვიაში. მხატვრის ფერწერული პეიზაჟები ხასიათდება ცხოველხატული კოლორიტით, ბუნების ხალასი, უშუალო აღქმით, ემოციურობით.
სურათზე გამოსახულია ბათუმის პორტი. კომპოზიციის მარჯვნივ ნავსადგურში მდგომი გემია, მარცხნივ კი სხვადასხვა ნაგებობების აღმნიშვნელი დინამიკური ფერადოვანი ლაქები და მათი ეფექტური ანარეკლებია დატანილი. უკანა პლანზე მოცემული ბუნდოვანი მთების სილუეტები და ღრუბლიანი ცა ერთიან მოლურჯო-მოცისფრო ფერადოვან გამაშია გადაწყვეტილი.