ოლეგ ბორეიკო - ახალი დროება (ტილო/ზეთი.95X135. 1990)

კოლექციის შესახებ

ოლეგ ბორეიკო - ფერმწერი, გრაფიკოსი. 1988 წელს დაამთავრა ერევნის სამხატვრო ინსტიტუტის  ფერწერისა და კინომხატვრობის განყოფილება. 1999 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს რუსეთში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ტილო „ახალი დროება“ სხვადასხვა სიმბოლური გამოსახულებებით დატვირთული სიუჟეტური კომპოზიციაა, რომელშიც ავტორი ამ განზოგადებული  თემის თავისებურ ვერსიას ქმნის. დინამიკური ფიგურები, ძველი სამყაროს ძეგლთა ფრაგმენტები თუ ინტენსიურად ჟღერადი კოლორიტი ნამუშევარს ექსპრესიულ გამომსახველობას ანიჭებს.

გაზიარება