ჰერმესი - ღმერთების ნების მაცნეა, ვაჭრობისა და მოგზაურთა მფარველი. მხატვრულ-სტილისტური ნიშნების საფუძველზე ეს პორტრეტი კლასიციზმის ეპოქის ნიმუშია, რომელიც ევროპაში XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში იყო გაბატონებული. კლასიციზმისათვის ანტიკური ხელოვნება მისაბაძ ნიმუშს წარმოადგენდა. ამ დროს ფერწერასა და ქანდაკებაში ხშირად მიმართავდნენ მითოლოგიურ სიუჟეტებსა და პერსონაჟებს, ხშირად კი, ძველი ბერძენი ოსტატების ასლებს ქმნიდნენ. ჰერმესის ბიუსტი პრაქსიტელეს ცნობილი ნიმუშის ასლია, მისი გმირები იდეალური სილამაზის ღვთაებები არიან, რომლებშიც lirizmi და poeturi ganwyoba Warbobs.