რადიშ თორდია — ფერმწერი. XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. საქართველოს სახალხო მხატვარი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე გამოჩენილი მხატვრის უჩა ჯაფარიძის სახელოსნოში 1956-62 წლებში.
მხატვრის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თავისებური ლირიზმით გამსჭვალულ ჟანრულ სცენებს, რომლებიც დახვეწილი ფერადოვნებით და პოეტური განწყობილებით ხასიათდება. ფერწერული სურათი - „ქალიშვილი თეთრში“ თბილი, ქრომატული კოლორიტით და ლაკონური კომპოზიციური სტრუქტურით გამოირჩევა.