რომან კრიხელი - ფერმწერი, გრაფიკოსი. სწავლობდა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში (1972-74). 1975 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში. 2015 წელს მხატვრის ნამუშევარი „მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალი" კერძო აუქციონზე 4,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. გამოცემა Huffpost Arts-მა რომან კრიხელი მსოფლიოს სამ უდიდეს ფიგურატიულ ხელოვანს შორის დაასახელა. სურათის ნეიტრალურ მუქ ფონზე გამოსახულია სხვადასხვა საგნები, რომლებიც პირობით სივრცეშია განსხეულებული. ეფექტური განათება, აბსტრაჰირებული ფორმები თუ მათი ფაქტურულად დამუშავებული ზედაპირი ნამუშევარს ერთგვარ სიურეალისტურ იერს ანიჭებს.