რუსუდან ფეტვიაშვილი - ფერმწერი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი (1991). შესულია კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ გამოშვებულ წიგნში “XX საუკუნის მსოფლიოს 2000 გამოჩენილი ადამიანი”. სრულიად საქართველოს პატრიაქრი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხელოვანი მათეს სახარებისათვის მინიატურებს სამი წლის მანძილზე ქმნიდა, რომელიც პერგამენტზეა შესრულებული და თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაცული.
რ. ფეტვიაშვილის მრავალფიგურიანი სურათების კომპოზიციური წყობა, არქიტექტონიკა თუ შინაგანი რიტმი კომპაქტური და დინამიკურია. რაფინირებული ფერადოვანი გამა, ხაზის პლასტიკური გამომსახველობა ფერწერულ ტილოს “სინანული” ავტორისათვის დამახასიათებელ განუმეორებელ იერს ანიჭებს, რომელშიც მხატვრისათვის ნიშანდობლივი, მის მიერ შექმნილი მითიური სამყაროა ასახული.