საგანმანათლებლო პროგრამა-,,პეიზაჟი''

პროგრამის შესახებ

 

,,პეიზაჟი''

პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან პეიზაჟის ჟანრს, დაათვალიერებენ მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში წარმოდგენილ ფერწერულ პეიზაჟებს, გაეცნობიან ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრებს და ბიოგრაფიულ ცნობებს. შეაღწევენ სურათის სიღრმეში, ამოიცნობენ მხატვრის სათქმელს. ასევე გაეცნობიან რეპროდუცირებულ მასალას, მსოფლიო შედევრების მაგალითზე. მოსწავლეები შეასრულებენ შემოქმედებით დავალებას, მოცემული დროის, თემის და განწყობის შესაბამისად.

 სამიზნე ჯგუფი - პროგრამა განკუთვნილია 8-15 წლის ასაკის  მოსწავლეებისათვის.

 ხანგრძლივობა - 40- 60 წუთი.

ჩატარების დრო :შეთანხმებით.

პროგრამის კოორდინატორები: თეონა ქინქლაძე, ირინა სტურუა.

 

გაზიარება