საგანმანათლრბლო პროგრამა ,,პორტრეტი''.

პროგრამის შესახებ

პორტრეტი

 პროგრამის მიმოხილვა -  მოსწავლეები გაეცნობიან პორტრეტს- მხატვრობის ერთ- ერთი ურთულესი ჟანრს. პორტრეტს ძირითადად ხატავენ ცოცხალი ადამიანის (მოდელის) პოზირებისას და ის გადმოსცემს უშუალოდ ამ ადამიანის (პორტრეტირებულის) ინდივიდუალურ თვისებებს, მის ფსიქოლოგიურ ტიპს, სულიერებას, სოციალურ მდგომარეობას, ზოგ შემთხვევაში  ეპოქასაც, ამასთან, ოსტატურად შესრულებულ პორტრეტში შეიძლება ამოიკითხოთ თვით მხატვრის დამოკიდებულება მოდელისადმი.    მოსწავლეები დაათვალიერებენ ძირითად ექსპოზიციაში წარმოდგენილ ფერწერულ პორტრეტებს, გაეცნობიან ცნობილი ქართველი მხატვრების (ე.ონიანი, მ.თოიძე, გ. გაბაშვილი, ე.ბაღდავაძე და სხვა) ნამუშევრებს.  ასევე გაეცნობიან რეპროდუცირებულ მასალას, მსოფლიო შედევრების მაგალითზე. ჩაიწერენ ტერმინებს და მათ განმარტებებს.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს ინტერაქტიულ თამაშს __ „ცოცხალი პორტრეტი ჩარჩოში“. [მიმიკა, პოზა, ანფასი, პროფილი].

სამიზნე ჯგუფი - პროგრამა განკუთვნილია მე-5-9 კლასის მოსწავლეებისათვის.

 ხანგრძლივობა - 60 წუთი.

ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით.

პროგრამის კოორდინატორები: თეონა ქინქლაძე, ირინა სტურუა.

 

გაზიარება