ხელოვნების მუზეუმში 22 თებერვალს 16:00 საათზე კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდება საინფორმაციო საათი - ბორის ფოგელი და ბათუმი.
ხელოვანის შემოქმედების შესახებ საუბარი წარიმართება რამდენიმე მიმართულებით:
ა. აჭარის მუზეუმის მმართველი თენგო დოლიძე ისაუბრებს ხელოვნების მუზეუმში მსგავსი აქტივობების როლსა და მნიშვნელობაზე;
ბ. მუზეუმის გიდი მართა რიჟვაძე დამსწრე საზოგადოებას გააცნობს მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო ფაქტებს, ისაუბრებს მუზეუმში დაცული სურათის - „ბათუმი, რეიდზე“ შესახებ;
გ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაიმართება ინტელექტუალური თამაში - „ლაბირინთი“