“საუკუნის მეოთხედი“- ხელოვნების მუზეუმი - 25 /19 დეკემბერი. მუზეუმი/

გამოფენის შესახებ

თარიღი:

აჭარის ხელოვნების მუზეუმში, 19 დეკემბერს, ხელოვნების მუზეუმის დაარსებიდან 25 წლის საიუბილეო საღამო - ,,საუკუნის მეოთხედი” გაიმართა.
საღამოს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ქალბატონი მაია ხაჯიშვილი, მოადგილეები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
საუბილეო საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ზვიად ბოლქვაძე და აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა.
ღონისძიებაზე შექმნილი იყო ზღაპრული საახალწლო გარემო სახასიათო არქიტექტურითა და ხელოვნების მრავალფეროვანი ნიმუშებით. წარმოდგენილი იყო ვიდეო კოლაჟი, რომელიც აიკინძა მუზეუმში განხორციელებული ღონისძიებებისა და პროექტების კადრებით, ოცდახუთწლიანი ისტორიითა და ქრონიკებით. ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გააცოცხლეს ექსპონატები და მობრძანებულ სტუმრებს საინტერესო პერფორმანსი შესთავაზეს.
საიუბილეო საღამოზე დაჯილდოვდნენ ადამიანები, რომლებიც მუზეუმში მოღვაწეობდნენ და ქმნიდნენ მუზეუმის ისტორიას.
მოსული სტუმრებისათვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა კრეატიული ნაძვის ხე, რომელიც გაფორმებული იყო ბურთებით, სადაც ხელით ჰქონდათ მოხატული ექსპონატები სსიპ აჭარის მუზეუმის გაერთიანებაში მომუშავე მხატვრებს, რითვისაც მუზეუმის დირექცია მადლობას უხდის მათ.
ღონისძების დასასრულს საზეიმო ვითარებაში გაეშვა ფოერვერკი და გაიჭრა საიუბილეო ტორტი.

გაზიარება