სერგო გოგოლაძე - გრაფიკა, ფერწერა. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე დაზგური გრაფიკის სპეციალობით (1984-90. მუშაობს პორტრეტის, პეიზაჟის, ნატურმორტის ჟანრში. სურათზე გამოსახულია ძველი ბათუმის კუთხე დათოვლილი სახლებით და გაშიშვლებული ხეებით. ტილოს ზედაპირის გამომსახველი ფაქტურა, თეთრი ფერის მრავალფეროვანი ნიუანსები თუ რბილი განათება, ცხოველხატულ ეფექტს ქმნის და ახალმოსული თოვლის შეგრძნებას იწვევს.