თამაზ ჯალაღანია-ალ.გოგუაძის პორტრეტი (ტ/ზ.130X110.1988)

კოლექციის შესახებ

თამაზ ჯალაღანიაფერწერა, მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნება. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ფერწერის მიმართულებით (1956 – 62). მუშაობდა პორტრეტის ჟანრში, ქმნიდა თემატიკურ მოზაიკურ კომპოზიციებს. სურათზე გამოსახულია მხატვარ ალექსანდრე გოგუაძის მეტყველი პორტრეტი. ხელოვანის კონცენტრირებული მზერა დამთვალიერებლისაკენ არის მიმართული. კომპოზიციის ქვედა მარცხენა კუთხეში პალიტრაა, მოლბერტზე კი ჯერ კიდევ დაუმთავრებელი დიდი ტილო დევს, რომელზეც შიშველი მენატურე ქალია გამოსახული.

გაზიარება