ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 24 ნოემბერს 15:00 საათზე გაიმართება მხატვარ ნინო გოგოლის პერსონალური გამოფენა - „თვალისჩინი“.
გამოფენა „თვალისჩინი“ პორტრეტების სერიაა, მისი მთავარი პერსონაჟები მხატვრის მეგობრებია, რომლებიც მისთვის „თვალისჩინის“ ტოლფასია.
ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია ახალი ნამუშევრები სხვა სერიებიდანაც: „მკვდარი ჩიტი“ , „ალბინოსები“, „მისტიური არსებები“, „აჭარელი მთის მქარგავი ქალები“ და სხვა.
გამოფენა გაგრძელდება 29 ნოემბრის ჩათვლით.