ხასან ინაიშვილი - ძველი ბათუმი (ტილო/ზეთი. 65X55. 1991)

კოლექციის შესახებ

ხასან ინაიშვილი - ფერმწერი. XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე აპოლონ ქუთათელაძის სახელოსნოში 1959-65 წლებში.

ხასან ინაიშვილი წარმატებით მუშაობდა ნატურმორტის და პეიზაჟის ჟანრში, ქმნიდა აბსტრაქტულ კომპოზიციებს. ძველი ბათუმის უბნები, ქალაქის ეგზოტიკური კუთხეები მისთვის დამახასიათებელი კოლორიტით, სულიერებით თუ ჟანრული მოტივებით მხატვრის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

გაზიარება