სსიპ აჭარის მუზეუმის / ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 23 სექტემბერს 16:00 საათზე გაიმართა მხატვარ ზაზა ჯალაღანიას პერსონალური გამოფენა - ილუზიების პალიტრა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის ბოლოდროინდელი ფერწერული ტილოები _ ნატურმორტები, პეიზაჟები, აბსტრაქრული კომპოზიციები. ეს მისი მეორე პერსონალური გამოფენაა აჭარის ხელოვნების მუზეუმში.
გამოფენა გაგრძელდება 27 სექტემბერის ჩათვლით.