ზურაბ ნიჟარაძე - ქალი ძაფის გორგლებით (ტილო/ზეთი.81X60.1991)

კოლექციის შესახებ

ზურაბ ნიჟარაძე —ფერმწერი, გრაფიკოსი. XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. სწავლობდა  თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე გამოჩენილი მხატვრის აპოლონ ქუთათელაძის სახელოსნოში 1949-55 წლებში.

ზურაბ ნიჟარაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია თემატიკური მრავალფეროვნება: პორტრეტი, ნიუ, ჟანრული სცენები. მისი ფერწერული ტილოები გამოირჩევა დახვეწილი ფერადოვნებით, ჟღერადი კოლორიტით, რომანტიკული განწყობილებით, რაც ნაწარმოების ჰარმონიულ მთლიანობას ქმნის.

მხატვრის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია ნიუს. ფერწერული ტილო  „ქალი ძაფის გორგლებით“ შიშველი ნატურების ციკლის ერთ-ერთი მომხიბლავი ნიმუშია.

გაზიარება