2022 წლის 10 ნოემბერს ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიმართა გამოფენა "თოჯინები იცინიან". პროექტი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრთან თანამსრომლობით განხორციელდა. გამოფენაზე სხვადასხვა პერიოდის, სხვადასხვა ავტორისა და თეატრალური დადგმის თოჯინებია გამოფენილი, მათ შორის თეატრის პირველი სპექტაკლიდან "ხეტიალა" და ასევე, მხატვრების მიერ დამზადებული პერსონაჟები მიმდინარე რეპერტუარიდან.