ვლადიმერ დანელიას კოლექცია

კოლექციის შესახებ

   განსაკუთრებული ადგილი მუზეუმში ღვინის მეწარმე ვლადიმერ დანელიას კოლექციას უჭირავს.  მან  1907 წ. ბათუმში დააარსა ქართული ღვინოების მწარმოებელი და ექსპორტიორი ფირმა „დანელია და კომპანია“. გასაბჭოებამდე (1921წ) იგი ღვინის მსხვილ მწარმოებლად ითვლებოდა. მის საკუთრებას შეადგენდა ღვინის ჩამოსასხმელი ქარხანა ბათუმში, ვენახები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ღვინის საფირმო მაღაზიების ქსელი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ-ხოფაში, რიზეში, ტრაპიზონში, მარსელში და სხვაგან.
            ვლადიმერ დანელია აწარმოებდა ქართულ საეკლესიო და სამარხვო ღვინოებს ღვინის თაფლით დამუშავების მრავალსაუკუნოვანი საგვარეულო ტექნოლოგიით. იგი ღვინის ჩამოსხმას თავისი ღვინის ქარხანაში აწარმოებდა და სხვადასხვა ქვეყანაში ბათუმის ნავსადგურით გაჰქონდა.
  ვლ. დანელიას სამეწარმეო საქმიანობა გააგრძელა მისმა შვილისშვილმა-გელა დანელიამ, რომელმაც აღადგინა ფირმა, გამოუშვა პროდუქცია, დაიბრუნა ქ. ბათუმში, ზ.გამსახურდიას ქუჩაზე ვლ. დანელიას კუთვნილი შენობა, სადაც მას ღვინის მაღაზია ჰქონდა და აღადგინა „ღვინის ძველი სახლი“, სადაც იყიდება მისი წარმოებული ღვინოები.
 

გაზიარება