24 ნოემბერს, ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიმართა კოსტიუმირებული პერფორმანსი:"ასტრიდობა მუზეუმში."

ღონისძიების შესახებ

24 ნოემბერს, ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიმართა კოსტიუმირებული პერფორმანსი:"ასტრიდობა მუზეუმში."
ღონისძიებაში ჩართული იყო ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებისა და ბაღის 120-მდე მოსწავლე.
პატარა მონაწილეებს ასტრიდობა სსიპ "აჭარის მუზეუმი"-ის ხელმძღვანელმა თეონა ზოიძემ და საქართველოში ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე ნომინირებულმა ერთადერთმა მეზღაპრემ, ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ მიულოცა.
კოსტიუმირებული ბავშვების მომხიბვლელობამ ასტრიდ ლინდგრენის განუმეორებელი სამყარო გააცოცხლა.
მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ წარმოდგენილმა პრეზენტაციამ საინტერესო აჟიოტაჟი გამოწვია ბავშვებში, ხოლო სახალისო ვიქტორინის პასუხების სიზუსტემ დაგვარწმუნა, რომ ასტრიდი ყველა ბავშვისათვის უსაყვარლესი მწერალია თავისი განუმეორებელი და საოცარი პერსონაჟებით.
მწერლის ნაწარმოებების ულამაზესმა კუთხემ, კარლსონის თოჯინებმა და დეკორაციამ ასტრიდის საღამო დაუვიწყარ დღესასწაულად აქცია.

გაზიარება