მუზეუმში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩაის ჩინელი მეწარმის ლაო ჯინ ჯაოს მოღვაწეობის ამსახველ ფოტოებსა და მის პირად ნივთებს. ცნობილია, რომ აღნიშნული პიროვნება მე-20 საუკუნის 10-20-იან წლებში ცხოვრობდა ჩაქვში. ექსპოზიციაში დაცულია ლაო ჯინ ჯაოს პირადი ნივთები: წყვილი ქოში, ქუდი, რომელსაც ის ჩაიში მუშაობის დროს იყენებდა, ლარნაკები,ხელნაწერები და სხვა ნივთები, რომლებიც ჩაის კულტურასთან არის კავშირში და რომელთანაც შეხება ჰქონდა ჩინელ მეწარმეს.