მილების ჩამკეტი ონკანი

კოლექციის შესახებ

   ცნობილია, რომ ნობელებმა ნავთობის ინდუსტრიაში დანერგეს მთელი რიგი სიახლეები, გაიყვანეს რკინიგზა, ააგეს ვაგონ-ცისტერნები, გადასხმითი  ტანკერები,  საფუძველი ჩაუყარეს  ნავთსადენი მილების მშენებლობას. სწორედ ეს ექსპონატი წარმოადგენს    ჩამკეტ  ონკანს, რომელიც მონტაჟდება მილსადენზე და უზრუნველყოფს ნავთობპროდუქტის მიწოდება- შეჩერებას.  ნავთობის მილსადენს აქვს ჩამკეტი სარქველი, ონკანი. ის, ჩვეულებრივ, თუჯისაგან ან ფოლადისაგან  მზადდება, რადგან უნდა გაუძლოს ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებს და იყოს მდგრადი კოროზიის მიმართ, რომ არ გამოიწვიოს დალუქვის დარღვევა და ნივთიერების გაჟონვა. მისი დიამეტრი განისაზღვრება მილის დიამეტრით, რომელზედაც ის განთავსდება. მოცემული ონკანი გამოირჩეოდა : საიმედოობით, მაღალი შებოჭილობით, მოსახერხებელი კონტროლით, საჭირო მობრუნებისათვის მცირე ძალისხმევით.

 

გაზიარება