მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბათუმში ფუნქციონირებდა წვრილი და საშუალო დონის საწარმოები, რომლებიც მნიშვნელოვან პროდუქციას უშვებდა, ერთ-ერთი ასეთი კომპანია გახლდათ „შელენგოვსკი და კომპანია,“ რომელიც აწარმოებდა რკინის სახურავების მოთუთიებას.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი გახლავთ აღნიშნული კომპანიის სარეკლამო აფიშა.