ბიტუმი

კოლექციის შესახებ

   ფოტოზე თქვენ ხედავთ სინჯარებს, რომელშიც მოთავსებულია ნედლი ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებული ნედლეულები: ბიტუმი, ნავთი  და დიზელი.  ბიტუმი არის ნივთიერება, რომელიც შედგება 83% ნახშირბადის,  10% წყალბადის, ნაკლებად ჟანგბადის, აზოტის, გოგირდისა და სხვა ელემენტებისაგან. არსებობს მთელი რიგი დამუშავებული ბიტუმი თანამედროვე სამყაროში, რომელიც განკუთვნილია ქუჩების მოსაპირკეთებელი და სახლების სახურავებისთვის გამოსაყენებელი  მასალის დასამზადებლად. ნავთი  აალებადი სითხეა, რომელიც ნავთობის გადამუშავებით მიღებული პროდუქტია. ის არის მუქი ყავისფერი ან მოყვითალო ფერის, აქვს მძაფრი სუნი და წარმოადგენს ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი სასარგებლო წიაღისეულის შემადგენელ ნაწილს. დიზელი  ნავთობპროდუქტის ნაირსახეობაა.  ის, როგორც ბენზინი, ყველაზე ფართოდგამოყენებადი საწვავია

გაზიარება