ფოტოზე წარმოდგენილი ნავთქურის მოდელის მწარმოებელი გახლავთ კომპანია ,,AKARIA’’. იგი დამზადებულია თუჯისაგან, აქვს სექციური ტიპის ფითილი, შექმნილია მე-19 საუკუნეში.
ნავთქურა არის საყოფაცხოვრებო გამათბობელი და კერძის მოსამზადებელი მოწყობილობა. ნავთქურის მუშაობის პრინციპი თითქმის ლამფის ანალოგიურია. მას გააჩნია ნავთის ჩასასხმელი ავზი, ფითილის დამჭერი, ფითილი და სარეგულირებელი სახელური. ნავთქურის მუშაობის სიმძლავრე დამოკიდებულია ფითილის სიმაღლეზე, რაც უფრო მაღლა ამოვწევთ ფითილს, ალიც იმატებს, გადაჭარბების შემთხვევაში ხდება მისი ბოლვა. ფითილი ორგვარია: წრიული და სექციური.