2024 წლის 15 ივლისს, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში გაიმართა ახალგაზრდა მწერლის, ნოდარ მაჭარაშვილის ახალი რომანის -„გალილეველი მეთევზე „ წარდგენა. წიგნი მოგვითხრობს ქრისტეს მოციქულთა თავის - წმინდა პეტრე მოციქულისა და ქრისტეს 12 მოწაფის, ცხოვრების, მისიონერული მოღვაწეობისა და მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ.პრეზენტაციას ესწრებოდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე, საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე და სხვა ოფიციალური პირები- ლიტერატურის მოყვარული საზოგადოება.შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე ნოდარ დუმბაძის ღირსეულ შთამომავალს, ბათუმის კერძო სკოლის "ევრო-2000" მესამე კლასის მოსწავლემ, ელენე შალიკაძემ ნოდარ ბაბუს პორტრეტი გადასცა საჩუქრად.