აღმოსავლური ჭადრაკი

კოლექციის შესახებ

 

ჭადრაკი

 

აღმოსავლური ჭადრაკი. მე-17 - მე-18 სს. ჭადრაკის ფიგურები გამოთლილია სპილოს ძვლისაგან, 10 და 18 სმ სიმაღლის. ფიგურების ნახევარი თეთრი ფერისაა, ნახევარი-ყავისფერი. აქ არიან ცხენოსნები ფართოფარფლებიანი ქუდებით, ხელში საბრძოლო შუბებითა და ცულებით. ფლეიტის დამკვრელები, ბუდისტი ბერები, ჭურჭლით ღვინის დამტარებლები, გლეხები კალათებით. ფიგურები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სახეებითა და ჩაცმულობით. ჭადრაკის არც ერთი ფიგურა არ მეორდება. ჭადრაკი 1974 .წელს გადმოეცა მუზეუმს აჭარის ფინანსთა სამინისტროდან. ჭადრაკის ყოფილი მეპატრონის ბალმოშემ მოშიაშვილის თქმით , ის ცხოვრობდა გაგრაში, ჭადრაკი კი სანკტ- პეტერბურგის ბაზრობაზე შეიძინა და სავარაუდოდ მიეკუთვნება მე-17-მე18 სს. ბ. მოშიაშვილი ამჟამად ცხოვრობს იერუსალიმში.

 

 

გაზიარება