კოლექციის შესახებ
- ჩაქურა მამაკაცის წელს ზემოთ ჩასაცმელი იყო და ფაქტობრივად ჩოხის ზედატანს წარმოადგენდა. ჩაქურას კომპლექტში გარდა საკუთრივ ჩოხისა, შედიოდა ზუბუნი-ორჯიბიანი ახალუხის ტიპის სამოსი, შარვალი, თალაბულუსის სარტყელი (კუბოკრული, ზანკლები(პაჭიჭი), წინდები და ტყავის ჭვინტიანი ფეხსაცმელი „ლაფჩინი“.
ჩაქურა გავრცელებული იყო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურია-აჭარასა და სამეგრელოში.
1. ჩაქურა-წითელი (ზედატანი).
2. შარვალი-წითელი შალის, არშიით.
3. ყაბალახი-წითელი შალის, არშიით.
4. ქამარი შალის.
5.ფეხსაცმელი( წუღა)შავი.
გაზიარება