ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: "1921 წლის 18-20 მარტის მოვლენები ბათუმში".
სახელგანთქმულმა გენერალმა, გიორგი მაზნიაშვილმა ბათუმში დარჩენილი გვარდიელებისა და აჭარის მოსახლეობის მხარდაჭერის შედეგად, დაამარცხა თურქთა მრავალრიცხოვანი არმია და აჭარა შეუნარჩუნა საქართველოს.
ლექციას უძღვებოდა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველი, პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი.