1921 წელს ბათუმის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში დაიღუპა 84 ქართველი მამულიშვილი. აქედან 50 მებრძოლი დაკრძალეს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. 1990 წლის მაის-ივნისში გაითხარა მათი საფლავები.მეომართა ნეშთები 3 ივნისს საძმო საფლავს მიაბარეს.
1. ფოტო-გიორგი მაზნიაშვილი. (1870-1937) დამოუკიდებელი საქართველოს გენერალი.
2- 3. 1921 წელს ბათუმის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა საფლავებიდან ამოღებული ნივთები.
4. საქართველოს კონსტიტუციის პროექტი. 1921 წლის ივნისი.
5. ინგლისელი კოლონიზატორის პოლიციელის ღილები.
6. ინგლისელთა ოკუპაციის პერიოდში ბათუმში გამოცემული მარკები.
7. კანონთა და მთავრობის დადგენილებათა პროექტი.1920 წლის თებერვალი.